ახალი ამბები

ქუთაისში “დინამო”- “ტორპედოს” შეხვედრისას მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ [Video]

9 მარტი, 2014 •
ქუთაისში “დინამო”- “ტორპედოს” შეხვედრისას მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ [Video]

 

ინციდენტის მატჩის მსვლელობიდან 57:00-ე წუთზე მოხდა, როდესაც გულშემატკივრები მოედანზე მოულოდნელად შევიდნენ. მათ ჰქონდათ ფეხბურთელებთან მიახლოების მცდელობაც. სტადიონზე დალეწეს მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამებიც. მატჩის პირდაპირი ტრანსლირების დროს გაისმა უცენზურო შეძახილი “დინამოს” მისამართით. ინცინდენტის დროს ანგარიში “დინამოს” სასარგებლოდ 2:0 იყო. 


შეხვედრა ჩაიშალა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ  გულშემატკივრების ადგილიდან გაყვანა სცადა. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “დინამოს” პრესსამასახურს, თუმა მოულოდნელა მან კომენტარის გაკეთება მომხდართან დაკავშირბეით ჯერჯერობით  ვერ შეძლო. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი