ახალი ამბები

ტყუილია, რომ ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა – კვლევა

24 აგვისტო, 2018 • 3704
ტყუილია, რომ ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა  – კვლევა

კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის ნებისმიერი ოდენობით მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ვაშინგტონის უნივერსიტეტში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის მოხმარება, რა რაოდენობაც არ უნდა იყოს, ადამიანისთვის სასარგებლო მაინც არ არის. მეტიც, ავტორები ირწმუნებიან, რომ იმ შემთხვევაშიც კ,ი თუ ალკოჰოლის მოხმარება იშვიათად ხდება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მაინც საზიანოა.

დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევა დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ  გულისთვის კარგი იყო, თუმცა, კვლევის ავტორების თქმით, ალკოჰოლის მცირე მოხმარებას არანაირი დადებითი ეფექტი, მათ შორის გულზე. არ აქვს.

კვლევის თანახმად, რომელიც თავდაპირველად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა, 2016 წელს ალკოჰოლით გამოწვეულმა დაავადებებმა 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამასთან ალკოჰოლი ნაადრევი სიკვდილის ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება.

“ხშირად გვხვდება პუბლიკაციები, სადაც წერია, რომ ერთი- ორი ჭიქა ღვინო ან ლუდი ჩვენი ჯანრმთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უმჯობესია მასზე საერთოდ ვთქვათ უარი,” – ამბობს კვლევის ავტორი.

კვლევა მსოფლიოს 195 ქვეყანაში 1990 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მიმდინარეობდა და მისი ძირითადი მიზანი ალკოჰოლის მოხმარების დონის დადგენა იყო. აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლის მოხმარება 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში კიბოს რისკს ზრდის.  კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში კიბოთი გარდაცვალების 27% კაცებში და თითქმის 19% ქალებში ალკოჰოლის მოხმარებაზე მოდის. ამ შემთხვევაში საუბარია 50 წელს გადაცილებულ ადამიანებზე.

რაც შეეხება ახალგზრდებს, ალკოჰოლის მოხმარება ამ ასაკობრივ კატეგორიაში ტუბერკულოზის რისკებს ზრდის. კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის მოხმარების კუთხით მსოფლიოში ლიდერობს დანია. ყველაზე მცირე რაოდენობით ალკოჰოლს პაკისტანსა და ბანგლადეშში მოიხმარენ.

“საჭიროა გადაიხედოს მსოფლიო მასშტაბით ალკოჰოლის კონტროლის პოლიტიკა ,  ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელობის ახალი პროგრამები. ალკოჰოლის კონტროლის პოლიტიკაში ალკოჰოლის გაყიდვაზე გადასახადის ზრდა იგულისხმება, ასევე უნდა მოხდეს ასაკისა და დროის განსაზღრვა, რომლის დროსაც მომხმარებლებს ალკოჰოლის შეძენა შეეძლებათ. მსგავსი ნაბიჯებით ალკოჰოლის მოხმარება შემცირდება, მეტიც, მგონია, რომ მსგავისი გაბედული ნაბიჯებით ალკოჰოლით გამოწვეული დაავადებების რაოდენობა შემცირდება,” – ამბობს კვლევის ერთ – ერთი ავტორი ემანუელა გაკიდუ.

ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორი, ექიმი რობინ ბურტონი ალკოჰოლს უწოდებს გლობალური ჯანდაცვისთვის დიდ გამოწვევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი