გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის [EUMM] წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ოძისში, გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა, სადაც მას არსებული ვითარება გააცნეს.
ვიზიტის დროს მერკელმა შორიდან დაათვალიერა რუსული სამხედრო ბაზებიც.

ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან; ფოტო: EUMM
დღესვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს, ანგელა მერკელმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციას ოკუპაცია უწოდა.
მერკელის ვიზიტი საქართველოში უკვე დასრულდა. თბილისის შემდეგ ის ერევანში გაემგზავრა.