“პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მიიღო, სადაც ჩაიწერა, რომ მერის/გამგებლის არჩევნებში მნონაწილეობის უფლება საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს აქვს, ვისაც საქართველოში უცხოვრია 5 წელიწადი. ამ ცენზს მე ვაკმაყოფილებდი, ამის შემდეგ სიურპრიზი იწყება. გუშინწინ ღამე პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელშიც ჩაწერეს, რომ ისევ და ისევ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რომელსაც უცხოვრია საქართველოში 5 წელიწადი, მათ შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს უკანასკნელი მეხება მხოლოდ მე”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში”.
მისივე თქმით, მას გორის მერობა სურს, რადგან 2003 წელს დიდი მანდატი მიიღო გორში, ასევე, გასული წლების განმავლობაში ყველაზე დიდი რეპრესიები მის გამო სწორედ გორს დაატყდა:
“ჩემთვის გორის არჩევნები, არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს, არის დაახლოებით “მის ამერიკის” თამაში, ჩემთვის ეს არის გარკვეული სახით თავის ატკიება, მაგრამ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ბევრი რამ შემეცვალა ამ ქალაქში, რომ ხელისუფლების მიმართ გაჩენილი ნიჰილიზმი აღომეფხვრა, ამ ქალაქს არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ჰქონდა დაფასება. დღესაც ხალხი იქ მომავალს არა იმედით, არამედ შიშით უყურებს. ასევე, იქ ჩემ მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულება მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.