ახალი ამბები

უგულავა საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებაზე: კრემლმა უკან დაიხია

7 მარტი, 2014 •
უგულავა საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებაზე: კრემლმა უკან დაიხია

“ეროვნულ მოძრაობაში იყო ერთი ასეთი ძალიან ცნობილი გამოთქმა, რომელსაც განსაკუთრებით მიტინგებზე ხმარობდნენ ხოლმე, რომ რაღაც წარმატება როცა იქნებოდა, კრემლმა უკან დაიხიაო. როცა გავიგე ამ პერიპეტიების შემდეგ, რომ ბიუჯეტს ამტკიცებს საკრებულო, პირველი ეს ფრაზა გამახსენდა, რომ კრემლმა უკან დაიხია. ეს ფიგურალურად, მაგრამ სინამდვილეში ამ ოთხმა თვემ განვლილმა ანახა, რომ როცა ხარ მართალი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და შესაბამისიც არის შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიუჯეტი სრულყოფილებისაგან შორს არის, სამწუხაროდ, საკრებულომ არ დაამტკიცა ასი ახალი ავტობუსის შეძენა თბილისისთვის, შეამცირა სოციალური ხარჯები ბოლოს წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით, შეამცირა ამხანაგობების პროგრამა, რაც ნიშნავს სახურავების, ლიფტების და ა.შ. შეკეთების შესაძლებლობას, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი მაინც დამტკიცდა და, შესაბამისად, მერიას ექნება შესაძლებლობა თბილისელებს მოემსახუროს. ახლა მნიშვნელოვანია ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიზების გარეშე ეს ყველა პროგრამა დაიქოქოს და ეს პრობლემები უკან დარჩეს წარსულში”, – განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–თან საუბარში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი