ახალი ამბები

თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია

7 მარტი, 2014 • • 1104
თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია

სამთვიანი განხილვების შემდეგ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად თანხებს თბილისის მერია საკრებულოს მეთვალყურეობით განკარგავს.

 

“ეს იყო ნამდვილი მუშაობა ბიუჯეტზე, ეს იყო მართლა საქმიანი, შინაარსობრივი განხილვა ბიუჯეტის. ის რეგულაციებიც, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ თქვენთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქალაქს. არის მუხლები, რომელსაც მერია არ ეთანხმება, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მოვუწოდებთ უმცირესობას, ხომ მხარი დაუჭირონ პროექტს”, – განაცხადა კენჭისყრამდე თბილისის მერის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა.

 

“საკრებულოს შენიშვნების შემდეგ დღეს შემოტანილია მერიის ბიუჯეტი, რომელიც რეალურად დიდ ნაბიჯს გვადგმევინებს ნამდვილი თვითმმართველობისკენ, თბილისელები იქნებიან დაზღვეული იმისგან, რომ მათ ბიუჯეტს ვერავინ თავისი პარტიული ინტერესებისთვის ვერ გამოიყენებს”, – ასეთი შეფასება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა. მისივე თქმით, მანამდე წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არ იყო ორიენტირებული თბილისელებზე და მორიგებული იყო გიგი უგულავაზე.


“დღეს ერთპიროვნული მმართველობა ფაქტობრივად ინგრევა. ეს არ არის მხოლოდ უმრავლესობის წარმატება ეს თითოეული თქვენგანის წარმოატებაცაა”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯაბა სამუშიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი