ახალი ამბები

აქცია მანანა ბერიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით კანცელარიასთან [ვიდეო]

10 მარტი, 2014 • • 880
აქცია მანანა ბერიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით კანცელარიასთან [ვიდეო]

ყოფილ პოლიტპატიმართა გაერთიანება ითხოვს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა გაგრძელდეს, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის კოაბიტაცია უნდა დასრულდეს. მათ პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს. 

 

პოლიტპატიმრები ხუთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ და მთავრობას ამისთვის 10 დღე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ. 

 

პოლიტპატიმრები ითხოვენ, რომ პარლამეტის მიერ 190 პოლიტიკური პატიმრისა და 25 პოლიტიკური დევნილის აღიარება ჩაითვალოს ახალ გარემოებად და მათი საქმეები გადაიხედოს, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების დაყადაღებულ ქონებაზე სააღსრულებო წარმოება შეჩერდეს, დაითხოვონ ის პროკურორები, რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საქმეების გაყალბებაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განაახლოს პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების სტატუსის დამდგენი კომისიის მუშაობა. 

 

პოლიტპატიმრების აქციის პარალელურად, კულტურის სფეროს მუშაკებმა აქცია გამართეს, რომელზეც მათ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორისა და კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის გადადგომას ითხოვენ. 

 

აქციის მონაწილეები რექტორ გოგი მარგველაშვილს ფინანასურ მაქინაციებსა და თაღლითობაში ადანაშაულებენ. რეჟისორ ლევან ანჯაფარიძეს, რომელიც კულტურის სამინისტროს წინ 2013 წლის ივნისში შიმშილობდა, მიაჩნია, რომ მანანა ბერიკაშვილი მფარველობს ნანა ჯანელიძეს, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მიკერძოებულ და არაკვალიფიციურ გადაწყვეტილებებს იღებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი