მერკელი ოკუპაციაზე: უსამართლობაა რაც ხდება, პუტინმა იცის ჩემი პოზიციის შესახებ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის, რაც ხდება კონფლიქტის რეგიონში, უსამარლობაა და მისი პოზიციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა იცის.

“ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადაც მათ შორის ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. უსამართლობაა, რაც ხდება. პუტინმა იცის ჩემი პოზიცია, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ეს ერთი კონტექსტია. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლიბა. არ უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას და ბევრი უნდა ვისაუბროთ ამაზე”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა საქართველოში სტუმრობისას, საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მერკელის ვიზიტი 23-24 აგვისტოს გაგრძელდება. შემდეგ იგი ერევანსა და ბაქოს ეწვევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com