ახალი ამბები

RMG-ისა და გაფიცული მუშების დავის მოგვარებაში მთავრობა ჩაერთვება [ვიდეო]

7 მარტი, 2014 •
RMG-ისა და გაფიცული მუშების დავის მოგვარებაში მთავრობა ჩაერთვება [ვიდეო]

აქციაზე მისული იყვნენ RMG Gold-ისა და RMG Copper-ის მუშები, რომლებიც 14 თებერვლიდან იფიცებიან კაზრეთში კომპანია Rich Metal Group-ის წიანააღმდეგ. აქციაზე 400-500 ადამიანი იყო მისული. ისინი ამჯერად მთავრობისგან ითხივენ, რომ მედიატორის როლი შეასრულოს კომპანიასა და გაფიცულ დასაქმებულებს შორის, კონფლიქტის გადასაჭრელად. 

 

თბილისში გამართული აქციის მონაწილეები, რომლებიც კაზრეთიდან დღეს ჩამოვიდნენ, ამბობენ, რომ კაზრეთში გაფიცული მუშები ისევ არიან. თუმცა ათივე ადამიანმა, რომელიც იქ შიმშილობდა, პროტესტის ეს ფორმა შეწყვიტა, რადგან ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

აქციის მონაწილე ნუნუ ჯაყელმა გვითხრა, რომ ისინი მთავრობის კანცელარიასთან იმიტომ მივიდნენ, რომ კაზრეთში გაფიცვამ მთავრობის ყურადღება არ მიიპყრო. მათ იმედი აქვთ, რომ კანცელარიასთან გამართული აქციის საშუალებით მთავრობის წარმომადგენლები უფრო დაინტერესდებიან მათი პრობლემებით. 

 

აქციის გამართვიდან ორი საათის შემდეგ აქციის მონაწილეების 4 წარმომადგენელი შევიდა მთავრობის ადმინისტრაციაში. ისინი მთავრობის წარმომადგენელ ნინო კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა RMG-ის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ჯონი რთველაძემ ნეტგაზეტს განუცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სამმხრივი კომისია განიხილვას აღნიშნულ დავას. 

 

სოციალური პარტნიორობის სამმრივ კომისიას ხელძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. მასში შედიან დამსაქმებლების, პროფკავშირებისა და მთავრობის წარმომადგენლები. ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული დავის გადასაჭრელად მედიატორს დანიშნავს, რომელიც ორშაბათს ჩავა კაზრეთში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი