ახალი ამბები

ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

7 მარტი, 2014 • • 897
ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

“ხვალ საღამოდან ქარის მნიშვნელოვან გაძლიერებას ველოდებით დასავლეთ საქართველოში, რიონის აუზი ძირითადად, ქუთაისი, სამეგრელო, ფოთამდე, პროცესი ხვალ საღამოდან დაიწყება და ზეგ საღამოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაძლიერდება ქარი. აღმოსავლეთში ძირითადად ნალექია მოსალოდნელი. ხვალ და ზეგ ბარში წვიმა შენარჩუნდება, მაღალ მთაში კი მოსალოდნელია თოვლი, გუდაურში ამ დროისთვისაც თოვს, უბრალოდ, ინტენსივობა დაბალია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა რამაზ ჭითანავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი