ახალი ამბები

კაზრეთელი და ბოლნისელი მუშები კანცელარიასთან დღეს აქციას მართავენ

7 მარტი, 2014 • • 948
კაზრეთელი და ბოლნისელი მუშები კანცელარიასთან დღეს აქციას მართავენ

ერთ-ერთი გაფიცულის, ლადო ასლანიშვილის თქმით, 400-500 ადამიანი 70-მდე მანქანით თბილისისკენ მიემართება. მისივე თქმით, აქციას კაზრეთსა და ბოლნისში მცხოვრები RMG-ის დასაქმებულები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის წინ 12 საათზე აქციის გამართვას აპირებენ. 

 

“მოთხოვნები არ შეცვლილა, იგივეა. დროს გვიწელავენ, როცა საწარმო არ უნდა გაჩერდეს. ნაკლები ყურადღებაა მთავრობისგან და უნდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება მალე ჩაერთონ ამ პროცესებში. ის ინვესტორიც ზარალდება და ჩვენც ვზარალდებით”,- ამბობს ლადო ასლანიშვილი. 

 

RMG-ის თანამშრომლებმა 14 თებერვლიდან დაიწყეს ფაგიცვა მოთხოვნებით: ხელფასების 100%-იანი ზრდა, სამუშაო პირობებისა და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესება, კოლექტიური კონტრაქტების და მენეჯმენტის ცვლა. 

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული ნაწილობრივ შესრულება შეუძლიათ. კომპანია თანახმაა, რომ სამუშაო და სადაზღვევო პირობები გააუმჯობესოს, ასევე, 40-მდე თანამშრომელი აღადგინოს. გაფიცულები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მოითხოვენ, რომ კონფლიქტის დარეგულირებაში მედიატორის როლი შეასრულოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი