ახალი ამბები

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ორი ტექსტი

6 მარტი, 2014 • • 1271
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ორი ტექსტი

საპარლამენტო უმრავლესობის ტექსტში ვკითხულობთ, რომ   “უკრაინის  სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის  წინააღმდეგ  რუსეთის ფედერავციის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული აგრესიული ქმედებები, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიაზე  სამხედრო შენაერთების  გამოყენება ორმხრივი ხელშეკრულების პირობების დარღვევით და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მუქარა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსა და მთელ ევოპას.

აღნიშნულიდან გამომდინარე  საქართველოს პარლამენტი:

  1. გამოხატავს სრულმმხარდაჭერას თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული არჩცევანისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
  2. გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ  სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალისმიერ  და საერთაშორისო სამართლის  ძირითადი პრინციპების და ორმხრივი  შერთანხმების დარღვევით განხორციელბულ სხვა ქმედებას
  3. მიმართავს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში ქმედითი  ჰუმანიტარული დახმარებბა აღმოუჩინოს მოძმე უკრაინელ ხალხს
  4. მიმართავს საქართველოს მთავრობას. აქტიური მონაწილეობა მიიღოს  გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უკრაინაში დაგეგმილ სამშვიდობო, სადამკვირვებლო და ჰუმანიტარულ მისიებში
  5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლოვ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით  იმყოფება  ქვეყანაში და შეწყვიტოს უკრაინს სახელმწიფოებრივობის წანააღმდეგ  მიმართული ყველა ქმედება
  6. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიიღონ ქმედითი  პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინელი ხალხის  დასახმარებლად, რუსეთის  ფედერაციის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად, შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და საქართველოს დეოკუპაციის მოისაღწევად
  7.  მხარს უჭერს  უკრაინის უმაღლესი რადის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ სახელმწიფოთა  პარლამენტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი  მიმართვაში ჩამოყალიბებულ სულისკვეთებას, მათ შორის ვითარების დეესკალაციის მიხზნით  მოლაპარაკებებისათვის საგანგებო ჯგუფების შექმნის თაობაზე
  8. მოუწოდებს ევროკავშირსა და ნატოს დააჩქაროს ამ ორგანზაციებში ყველა იმ ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის საქართველოსი,  რომლებიც ამისთვის მზად არიან და რომელთა თავისუფალ არჩევანს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება,”- აღნიშნულია უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში. 

 

 

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ მთავარი განმასხვავებელი იყო მე-3 და მე-7 მუხლი, რომელსაც ეწინააღდეგება უმრავლესობა. 

 უმცირესობის პროექტში ვკითხულობთ, რომ

” 1. საქართველოს პარლამენტი გადაჭრით გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.

2. პოლიტიკური აგრესია, რომელსაც რუსეთი ახორციელებდა უკრაინის საგარეო–პოლიტიკური კურსის შესაცვლელად და რომელმაც მარცხი განიცადა კიევში განვითარებული დემოკრატიული რევოლუციის შედეგად, გადაიზარდა არადეკლარირებულ სამხედრო აგრესიაში, დღეისათვის კი უკვე ღია, დეკლარირებული სამხედრო აგრესიის ფორმა მიიღო სუვერენული ევროპული სახელმწიფოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ.

3. რუსეთის ფედერაციის ეს ნაბიჯი წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხეს არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის და მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 4. საქართველოს კარგად ახსოვს, როგორ გახდა ანალოგიური აგრესიის მსხვერპლი მრავალჯერ, მათ შორის, ბოლოს 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველოში განხორციელდა რუსეთის ინტერვენცია და რომლის შედეგად დღესაც ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი – სადაც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ეთნიკური წმენდა.

 5. ამასთან, დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები იმეორებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ხაზს, რომელიც გულისხმობდა რუსული პასპორტების დარიგებასა და შემდეგ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით სამხედრო ინტერვენციას, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ხალხის თავისუფალი არჩევანის მიუღებლობასა და მასთან დაპირისპირებას, ადგილობრივი მარიონეტი ლიდერების გამოყენებას აგრესიის სალეგიტიმაციოდ, რუსეთის მიერ შექმნილი და მართული არალეგარული შეიარაღებული ფორმირებების გამოყენებას და რუსეთის ჯარის უკანონო შეყვანა-გადაადგილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:

1. გამოხატავს უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას;

2. გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ სამხედრო პოლიტიკურ აგრესიას, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ინტერვენციას და მისი რეგიონის ოკუპაციას, ,,გავლენის სფეროების“ ცნებას და რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ მცდელობას ამგვარ ,,გავლენის სფეროებში“ მოაქციოს საკუთარი მეზობლები;

3. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად, დაგმოს რუსეთის თავხედური სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია; აწარმოოს აქტიური დიპლომატიური კამპანია რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური იზოლაციისა და მის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების დასაწესებლად;

 4. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ გამართოს კონსულტაცია დემოკრატიული უკრაინის მთავრობასთან, საქართველოს მიერ ქმედითი დახმარების აღმოჩენის შესახებ;

 5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება;

 6. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიიღოს ეფექტური ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მისი საერთაშორისო იზოლაციისათვის, სანამ რუსეთის ფედერაცია არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო-პოლიტიკურ აგრესიას;

7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, წარმართოს აქტიური მუშაობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ განსაზღვრული საერთაშორისო სანქციები შეინარჩუნოს, სანამ უკრაინის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია სრულად არ მოახდენს საქართველოს მთელი ტერიტორიიდან საკუთარი საოკუპაციო სამხედრო კონტინგენტის გაყვანასა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრას;

8. მოუწოდებს ევროპის კავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქმედითი ეკონომიკური დახმარება გაუწიოს უკრაინის ხელისუფლებას;

9. მოუწოდებს ევროპის კავშირსა და ნატოს წევრ ქვეყნებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოს დ მოლდოვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად;

10. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება და აწარმოოს ფართე კამპანია 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოს მიერ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად,”- აღნიშნულია რეზოლუციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი