ახალი ამბები

ოფიციალური განმარტება, რატომ გაითიშა ელექტროენერგია აეროპორტში

6 მარტი, 2014 • • 1023
ოფიციალური განმარტება, რატომ გაითიშა ელექტროენერგია აეროპორტში

“დღეს, გამთენიისას 03:28 წუთზე ძაბვის ვარდნის გამო აეროპორტის ელექტრომომარაგების სისტემა ავტომატურად გადაირთო თავდაცვის რეჟიმზე. აღნიშნული ინციდენტის შედეგად, მიმდინარე რეისები დროებით შეფერხდა, რამდენიმე წუთში კი ეტაპობრივად აღდგა სრული ელექტრომომარაგება და აეროპორტის ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მფლობელმა კომპანიამ ამ წუთებში [15:00] გაავრცელა. 


აეროპორტში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის მიზეზების დადგენას ნეტგაზეთი დღეს დილიდან ცდილობდა. დამატებით კითხვებზე ნეტგაზეთს აერტპორტში არ პასუხობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი