ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებები – ილიას ძეგლის ტერიტორიას რეაბილიტაცია და ახალი თავშესაფარი

6 მარტი, 2014 • • 974
მთავრობის გადაწყვეტილებები – ილიას ძეგლის ტერიტორიას რეაბილიტაცია და ახალი თავშესაფარი

“დღეს 12 საკითხი განვიხილეთ და დავამტკიცეთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი წიწამურში ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტს, რომელსაც აქვს როგორც კულტურული, ასევე ინფრასტრუქტურული და ტურისტული მნიშვნელობა. ასევე დამტკიცდა კონფლიქტის პირას გზის გაკეთების პროექტი, საუბარია წალენჯიხის გზაზე საბერიომდე, რომელიც აფხაზეთის და სამეგრელოს მიმდებარე ტერიტორიებს ერთმანეთთან აკავშირებს. ასევე დამტკიცდა თბილისში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი, რაც თანამედორვე თავშესაფრის მშენებლობას ითვალისწინებს. ამაზე ძირითადი მონახაზი უკვე გაკეთებული გვაქვს და შესაბამისი კომისიის სხდომაზე გვაქვს დამტკიცებული”, – განაცხადა ნარმანიამ.


ზემოხსენებული კომისიის გადაწყვეტილებით, თავშესაფრის აშენებისათვის ტერიტორია დიდი ლილოს მიმდებარედ გამოიყო. 


მთავრობის სხდომაზე სულ 40 საკითხი განიხილეს, მათ შორის 2 საიდუმლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი