ახალი ამბები

შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

6 მარტი, 2014 • • 858
შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, საკუთარ ბინაში, მეზობელ ლიანა ბ-ს დანით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის  ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე  მუხლით მიმდინარეობს 

.

მასალების გადაბეჭდვის წესი