ახალი ამბები

ხადური: იანვარ-თებერვლის ბიუჯეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია

6 მარტი, 2014 •
ხადური: იანვარ-თებერვლის ბიუჯეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, პირველ ორ თვეში მობილიზებული თანხები პირველი კვარტლის გეგმის – 56,6, ხოლო წლიური გეგმის 13,1 პროცენტია, რაც აბსოლუტურად ჯდება წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის გადანაწილების პარამეტრებში.

 

ნოდარ ხადურმა განმარტა, 2014 წლის პირველ ორ თვეში, 2013 წელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების სახით დაახლოებით 110 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული.

 

„ასევე გაზრდილია სახაზინო ვალდებულებების გამოშვება და ჩვენ უკვე დავიწყეთ ე.წ იაფი კრედიტის პროგრამა ბანკებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 88 მილიონი ლარია გამოშვებული. იანვარ-თებერვალში ეს იყო 44 მილიონი ლარი. პირველ ორ თვეში გაწეული ხარჯი შეადგენს მილიარდ 145 მილიონ ლარს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 154 მილიონი ლარით აღემატება. გასულ წელთან შედარებით ყველაზე მეტი მოცულობით გაზრდილია სოციალური ხარჯები, რაც გამოწვეულია იმით, რომ წელი გაზრდილი პენსიებით და გაზრდილი სოციალური ვალდებულებებით დავიწყეთ. გარდა ამისა, დაწყებულია დაღუპული მეომრების ოჯახებისთის 500 ლარიანი დახმარების გაცემა და ეს ყველაფერი ბიუჯეტის ხარჯებზე აისახა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მცირე შეფერხება დაფიქსირდა კაპიტალურ ხარჯებში, რაც უამინდობით იყო გამოწვეული, თუმცა გასულ წელთან შედარებით ეს მიმართულებაც გაზრდილია.

 

მთავრობის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის სხომაზე 40 საკითხს განიხილავენ, რომელთაგან ორი საიდუმლოა

მასალების გადაბეჭდვის წესი