ახალი ამბები

განათლების სამინისტროს განმარტება პრეზიდენტის სტიპენდიის გაუქმებაზე

6 მარტი, 2014 •
განათლების სამინისტროს განმარტება პრეზიდენტის სტიპენდიის გაუქმებაზე

“ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მინისტრობის პერიოდში სტუდენტური სტიპენდიების პროგრამის  მასშტაბები გაზარდა! პროგრამა 2012 წლის ბოლოს გადაიხედა და 2013 წლისათვის გაორმაგებული ბიუჯეტითა და განახლებული სახელწოდებით დაიწყო ფუნქციონირება.

 

დღეისათვის პროგრამა ორჯერ მეტ სტუდენტს ემსახურება. ამავე პერიოდში მოხდა სხვა პროგრამების შინაარსის, ბიუჯეტისა და სახელწოდებების გადახედვაც, რათა უზრუნველყოფილიყო ამ პროგრამების მაქსიმალური ეფექტურობა.

 

აგრეთვე დავიწყეთ სრულიად ახალი პროგრამები, რომლის პირდაპირი ბენეფიციარებიც ჩვენი სტუდენტები არიან (ზაფხულისა და ზამთრის სკოლები, დოქტორანტების დაფინანსება, სამაგისტრო სამეცნიერო პროგრამები, ბიბლიოთეკების განახლების პროგრამები და სხვა.)

 

რაც შეეხება 2007 წლის პრეზიდენტის განკარგულებით განხორციელებულ პროგრამას, მას დაერქვა პრეზიდენტის სტიპენდია და ამისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო დაფინანსება. 2008 წლიდან სარეზერვო ფონდიდან სტიპენდიების დაფინანსება შეწყდა. მომდევნო წლებში სტიპენდიები ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან). შესაბამისად, ეს გარემოება გავითვალისწინეთ და სტიპენდიების განახლებულ პროგრამას დაერქვა სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამაც, რაც ადეკვატურია დაფინანსების წყაროდან გამომდინარე,”- ნათქვამია განათლების სამინისტროს წერილობით განმარტებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი