09.00 – მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

09:30 –  “აღმოსავლეთ პარტნიორობის” საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება ელჩების შეხვედრა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილთან. 

10:30 –  სასტუმრო “რედისონში”  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჟურნალისტებს შეხვდება.

11:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი კოკი იონათამიშვილი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: თბილისის ბიუჯეტი.

11:00- საქართველოს პარლამენტში, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, მალხაზ წერეთლის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: “ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა”.

11:00 – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

11:00 – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

11:00 –  სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი განახლებულ “ეს შენ გეხება” კამპანიას წარადგენს, რომლის მიზანია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენებისა და ფარული თვალთვალის შეზღუდვა. საკონტაქტო პირი გვანცა კიკალიშვილი – 599 799 646

11:30 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში, ფრაქცია ,,ქართული ოცნება–თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: თბილისის ბიუჯეტი, ,,დაუ +” თბილისის საბავშვო ბაღებს მომსახურებას უძვირებს.


12:00 – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

12:00 – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

12:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე მერიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

12:00 –  “პირველის” პრესკლუბში”, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა აფხაზეთის ტელევიზიასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22 

12:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ეკონომიკური კრიზისის საშიშროება საქართველოში, საფრთხეები ქართველი მეწარმეებისთვის, ბაზრების დაკეტვა, ქმედითი ნაბიჯები.

12:30 –  “პირველის” პრესკლუბში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე რესურსების დარგში გიორგი ბაქრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლება. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული, საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22 

12:30-  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ნაციონალური მოძრაობის” მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა მელია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: დედაქალაქის ბიუჯეტი და თვითმმართველობის არჩევნები.

12:30 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გეგუთის კოლონიაში მიმდინარე პროცესები, სახალხო დამცველის მოსაზრება პატიმრების შესახებ.

12:45-  “რეპორტიორის” პრესკლუბში, “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი მარიამ ნეფარიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: “ახალგაზრდა ადვოკატების” სარეკომენდაციო პაკეტი მთავრობას – გეგმავს თუ არა მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის გადახედვას.


13:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში, პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე ბრიფინგს გამართავს. 
თემა: თბილისი “წურბელა სითი პარკის” გარეშე

13:00 – “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმარს მოინახულებს, რომელიც, ასოციაციის ინფორმაციით, შიმშილობს და ადმინისტრაციასთან პრობლემები აქვს. 
საკონტაქტო ტელ: 598 54 94 84

13:00 –  “პირველის” პრესკლუბში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკრაინაში განვითარებული პროცესები, პუტინის განცხადება. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22 

13:00 –  საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრ ქალბატონებს იწვევს საქართველოს პარლამენტში, გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე. 
დარბაზი #306

13:30 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში, ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: უკრაინასა და ყირიმში მიმდინარე მოვლენები, მიზეზები, საჭირო ქმედებები.

13:30-  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

13:45 –  სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართება საქართველოს ბუნებრივი აირით მოსარგებლეთა გაერთიანების (ბიზნეს-გაერთიანების) პრეზენტაცია. საკონტაქტო პირი იმედა დვალიძე 557 00 00 57


14:00 –  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ცენტრის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა დარგის ექსპერტებთან, სამედიცინო დაწესებულებების და პროფესიული სამედიცინო ასოციაციების ხელმძღვანელებთან. თემა: საქართველოში ჰიპერტენზიის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული აქტივობები. მის: მ. ასათიანის ქ. #9; საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი – 595 956 103, ამბროსი კეკელიძე – 599 94 64 31

14:00 –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილი ევროკომისარი, ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი გიუნტერ ფერჰოინგენი საჯარო ლექციას წაიკითხავს.
თემა: “ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობა: გამოწვევები და შესაძლებლობები”. მის: გ. წერეთლის ქ. #2, აუდიტორია G106

14:00 –  საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

14:00 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

14:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში პარტია “იმედის” ლიდერი ირინა სარიშვილი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: უკრაინასა და ყირიმში მიმდინარე მოვლენები, მიზეზები, საჭირო ქმედებები.

15:30-  პროფესორი გიუნტერ ფერჰოინგენი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩებთან ერთად გაემგზავრება ქარელის რაიონის სოფელ ატოცში და გამყოფ ხაზზე შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

16:00 – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ინიციატივით, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება “ქალი-მშვიდობის დესპანი” გაიმართება, რომელსაც იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფედერიკა ფავი დაესწრება.

17:00- სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის გახსნის ცერემონია გაიმართება. 

18:00 – ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საგამოფენო კატალოგის  “გერმანელები და ქართველები – შუა საუკუნეებიდან დღემდე” , ასევე, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის პრეზენტაცია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *