ახალი ამბები

ნაცვალსახელი “შენ” – 100 ლარით დაჯარიმების მიზეზი

5 მარტი, 2014 • • 1103
ნაცვალსახელი “შენ” – 100 ლარით დაჯარიმების მიზეზი

სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი განსასჯელის ინტერესების დამცველმა, ირაკლი შავაძემ, მოწმეს რამდენჯერმე მიმართა პირის ნაცვალსახელით – “შენ”. მოსამართლემ ამის გამო ადვოკატს შენიშვნა მისცა. მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნის შემდეგ შავაძე მოწმეს “პატივცემულო”, “ბატონო” და “თქვენ”-ობით მიმართავდა, რამდენჯერმე მაინც უთხრა “შენ”. მოსამართლემ სწორედ ამის გამო დააჯარიმა ადვოკატი.

 

“თუ მხოლობითი პირის ნაცვალსახელი “შენ” არის შეურაცხმყოფელი, მაშინ უნდა შევცვალოთ ქართული გრამატიკა”, – უთხრა “ბათუმელებს” ირაკლი შავაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო მის საჩივარს დააკმაყოფილებს და დავით მამისეიშვილის განკარგულებას გააუქმებს.

 

დაჯარიმებული ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებაში დასაბუთებული არ არის, კონკრეტულად რაში გამოიხატება მისი მხრიდან სასამართლოს უპატივცემულობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი