2019 წლის ივნისში მთიან ყარაბაღში FiFa-ს მიერ არაღიარებული საფეხბურთო ნაკრებების ჩემპიონატი (ConIFA) გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია ConIFA-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს. მათ შორის- აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები.
“ეს იქნება სპორტის, კულტურისა და მეგობრობის მშვენიერი დღესასწაული”, – ამბობს მთიანი ყარაბაღის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი ნარინე აგაბალიანი.
მთიან-ყარაბაღის, როგორც მსოფლიო საზოგადოების მიერ არაღიარებული ქვეყნის საფეხბუთო ნაკრები ConIFA-ს წევრი მისი დაარსების დღიდანაა.
ConIFA 2013 წელს ჩამოყალიბდა. ის აერთიანებს იმ საფეხბურთო გუნდებს, რომლებიც FiFa-ში არ შედან.
ConIFA-ს 2018 წლის ჩემპიონატი ლონდონში გაიმართა. 2017 წელს – სოხუმში.