აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების წევრები ლონდონში FIFA-ს მიერ არაღიარებულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატისთვის “ConIFA 2018” გაემგზავრნენ. თამაშები 2018 წლის 31 მაისიდან – 10 ივნისამდე გაიმართება.
ნაკრების წევრებმა დიდი ბრიტანეთის ვიზები რუსეთის მოქალაქის პასპორტების საშუალებით მიიღეს. შესაბამისად, ამ ვიზების აღების პროცესში პრობლემები არ შექმნიათ.
ConIFA-ს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ აფრიკის, აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ოკეანიის გუნდები.
ConIFA 2013 წელს ჩამოყალიბდა. ის აერთიანებს იმ საფეხბურთო გუნდებს, რომლებიც FiFa-ში არ შედის. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები ConIFA-ს ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს.