“საქრთველოში ჩემი ეს ვიზიტი პირველი არ არის. მე აქ დამპატიჟა მთავრობამ, რომელსაც სურს, რომ ევროპული გამოცდილება გავუზიარო. პაატა ზაქარეიშვილთან აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხზე ვისაუბრე. ჩემი მესიჯი საქართველოს მოსახლეობისადმი ძალიან ნათელია. თქვენ ბევრს მიაღწიეთ და ახლა ბევრად უკეთესი პოლიტიკური ურთიერთობა გაქვთ ევროკავშირთან. მე მოვუწოდებ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ მისცენ საქართველოს დროში გაწერილი მკაფიო პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ქვეყანა ყველაფერს მიაღწევს”, – განაცხადა მან.
გიუნტერ ფერჰოიგენი საქართველოს მთავრობის სხვა წევრებსაც შეხვდება. იგი ზაქარეიშვილის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილთან და საქართველში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ქარელის რაიონის სოფელ ატოცსაც ეწვევა, სადაც მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
1999–2004 წლებში ფერჰოიგენი ევროკომისარი იყო გაფართოების საკითხებში.