24 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას მიიღებს.
მათი შეხვედრა რუსეთის მიერ ტერიტორიების აღიარების 10 წლისთავზე გაიმართება. პუტინი ბიბილოვსა და ხაჯიმბას აღნიშნულ თარიღს მიულოცავს.
ანატოლი ბიბილოვმა გასული წლის ნოემბერში მიიწვია ვლადიმერ პუტინი, რათა პუტინს დე ფაქტო რესპუბლიკაში მასთან ერთად აღენიშნა აღიარებიდან 10 წლისთავი. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულ მოწვევაზე უარი განაცხადა და თავად დაპატიჟა ბიბილოვი და ხაჯიმბა მოსკოვში.