“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი დაშინების მცდელობის ნაცვლად რეალური საქმე აკეთონ. ნუ იქნებიან ირაკლი შიხიაშვილის და უმრვალესობის ახირებების დამცველები, რაც თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას გულისხმობს”, – განაცხადა აბესაძემ.

 

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა დაკითხვაზე დაბარებული ნიკა მელია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, რომელიც მომხდარს არჩევნებს უკავშირებს: 

 

“სამწუხაროა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ცენტრალური ხელისუფლების ქმედება კულმინაციას აღწევს. ინტენსიური ხდება გამგებლების დაკითხვები. ეს ყველაფერი კი მძიმდება იმ ფონზე, როცა ბიუჯეტი დაუმტკიცებელია”, – ამბობს მელია, რომელსაც თბილისის მერის არჩევნებში სურს მონაწილეობის მიღება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *