ახალი ამბები

გულიკო ზუმბაძე საბვშვო ბაღებში არსებული კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს

5 მარტი, 2014 • • 1170
გულიკო ზუმბაძე საბვშვო ბაღებში არსებული კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს

გულიკო ზუმბაძე
გულიკო ზუმბაძე

“თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ყოველთვის წარმოადგენდა ნაცმოძრაობის ერთ–ერთ ძირითად დასაყრდენს არჩევნების პერიოდში. როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება მარტო პარტიული ინტერესით არ შემოიფარგლებოდა და ხშირად კერძო ბიზნესინტერესების ხასიათს ატარებდა. ამის ნათელი დადასტურებაა თბილსის მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ სამსახურეობრივი მდგომაროების გამოყენებით სპეციალურად თბილისის საბავშვო ბაღების აუდიტორიული მომსახურებისთვის შექმნილი კომპანია დაუ პლიუსი. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ კომპანიას დაწყებული აქვს ახალი ხელშეკრულებების გაფორმება ბუღალტრული და იურიდიული მომსახურებისთვის თითოეულ საბავშვო ბაღთან უკვე 400–400 ლარის გადახდის პირობით მაშინ როცა აქამდე ეს თანხა 250–300 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ხელშეკრულებები 2019 წლამდე ფორმდბა, რაც, ჯამში, შეადგენს 3 მილიონ 792 ათას ლარს, ეს ფაქტი გახლავთ კორუფციის კლასიკური ნიმუში”, – აცხადებს ზუმბაძე და დასძენს, რომ ამ შემთხვევით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

 

“მივმართავ თბილისის საბავშო ბაღების დირექტორებს, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ბიუჯეტის თანხების ხარჯვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. თქვენ გაქვთ სრული უფლება გარკვეული მომსახურების გაწევისთვის თავად აირჩიოთ ნებისმიერი იურიდიული პირი გონივრული პირობების გათვალსიწინებით. თბილსის საკრებულო სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს სკოლამდელი დაწესებულებების მართვის სააგენტოს საქმიანობას. გუშინ წერილობით მივმართე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, რომლის წევრი მეც გახალვართ, მოიწვიოს სააგენტოს ხელმძღვანელობა ყველა იმ საკითხზე სასუაბროდ, რაც თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს უკავშირდება”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

 

მისივე თქმით, ბაღებში ბუღალტრის შტატი ისედაც არსებობს და თანამშრომლები 400 ლარის ოდენობის სარგოს იღებენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი