ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე: პუტინს არაადეკვატურობის ვერაფერი შევამჩნიე

4 მარტი, 2014 • • 1965
ნინო ბურჯანაძე: პუტინს არაადეკვატურობის ვერაფერი შევამჩნიე

 

“მე ძალიან ყურადღებით მოვუსმინე პუტინის ინტერვიუს და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლისათვის აბსოლუტურად ადეკვატური იყო. არაადეკვატურობის მას ნამდვილად ვერაფერი შევამჩნიე. არც ის მგონია, რომ მერკელს ამ კონტექსტით ეთქვა ის ფრაზა. ჩვენი ტელევიზიები ძალიან ხშირად სცოდავენ თარგმანებთან დაკავშირებით და უცხოურ მედიაში ფრაზა იმის თაობაზე, რომ პუტინი არაადეკვატურია, არ მინახავს”, –განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინის საკითხი მშვიდობიანად გადაიჭრას. 

 

“ყველა ქვეყანამ და პოლიტიკოსმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არათუ ესკალაცია არ მოუატანოს ამ კონფლიქტს, არამედ შეეცადოს, რომ კონფლიქტიდან ყველა მხარე მეტნაკლებად გამარჯვებული გამოვიდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი