ახალი ამბები

შტეფან ფულე საპატრიარქოში: პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ეკლესია მუდამ არის

4 მარტი, 2014 • • 910
შტეფან ფულე საპატრიარქოში: პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ეკლესია მუდამ არის

 

“არაერთხელ ვყოფილვარ საქართველოში. ზოგჯერ ჩამოსვლისას რთული დრო მხვდებოდა, ზოგჯერ- უკეთესი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი პროგრესის მხარეს ვყოფილიყავი: დავხმარებოდი საქართველოს, მიეღწია თავისი სურვილებისათვის, ჰქონოდა უკეთესი ცხოვრება. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, შესაძლოა მთავრობა ერთ წელს დამტკიცდეს და მეორე წელს აღარავის ახსოვდეს, მაგრამ ეკლესია მუდამ არის. ჩვენ აქ ძალიან სერიოზულ და თავისებურ პარტნიორობას ვაშენებთ. ჩვენ გვსურს ეს პარტნიორობა ქართული საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავდეს და მრავალ გამოწვევას გაუძლოს, რომელიც ერთად უნდა გადავლახოთ”, – განაცხადა ფულემ.

 

ილია მეორემ კი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკლესია ამ კურსს მხარს უჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი