ახალი ამბები

ილია მეორის თქმით, ეკლესია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გააკეთებს

4 მარტი, 2014 • • 1147
ილია მეორის თქმით, ეკლესია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გააკეთებს

ამის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შტეფან ფულესთან შეხვედრისას განაცხადა:

 

“თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სრულუფლებინი წევრი ამ დიდი ორგანიზაციიისა. ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული, რომ თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მე მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს. გავიგე თქვენ გითქვამთ, მე დავარწმუნებ პატრიარქს, რომ საქართველოს შეუძლია თავისი ტრადიციებით და ფასეულობებით გახდეს (ევროკავშირის) წევრიო, მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დიდი ხანია დარწმუნებული ვარ”, – მიმართა ილია მეორემ მასთან სტუმრად მყოფ ევროკომისარ შტეფან ფულეს.

 

შტეფან ფულე საქართველოს დღეს ეწვია. მან საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილია მეორესთან შეხვედრა დააანონსა და თქვა:

 

“მექნება პატივი შევხვდე მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს. მე დავარწმუნებ მას ევროკავშირის სახელით, რომ ჩვენ არავითარი განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულების წინააღმდეგ არ გაგვაჩნია, რადგან იმას, რასაც მხარს ვუჭერთ, გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებები, ეს არის ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი