ახალი ამბები

პიტიახშ–ერისთავთა კომპლექსის რეაბილიტაცია 2014 წელსაა დაგეგმილი

4 მარტი, 2014 • • 1138
პიტიახშ–ერისთავთა კომპლექსის რეაბილიტაცია 2014 წელსაა დაგეგმილი
სააგენტოში აცხადებენ, რომ არმაზისხევის კომპლექსის, როგორც უძველესი და უმსხვილესი არქეოლოგიური ძეგლის აღდგენა კულტურული მემკვიდრეობის 2014 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.  
 
 
 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ არქეოლოგიური კომპლექსი დღეს მოინახულა.
 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდისა და დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები, სამაროვნები და ამ სამაროვნებზე გამოვლენილი არტეფაქტები თუ უძველესი დამწერლობის ნიმუშები ხაზს უსვამს და ადასტურებს, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით, არმაზისხევის არქეოლოგიური კომპლექსი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, ზოგადად, კავკასიის უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. 

 

“კომპლექსის არქეოლოგიური  შესწავლა განხორციელდა გასული საუკუნის 30-იან – 40-იან წლებში.  კომპლექსის ტერიტორიაზე მოკვლეული უნიკალური არტეფაქტების შესწავლა ისტორიკოსების, ნუმიზმატების, პალეოგრაფებისა და სხვადსხვა დარგის მეცნიერების მიერ ამ პერიოდში განხორციელდა და დღესაც გრძელდება”, – ნათქვამია სააგენტოს განცხაადებაში.
 
 
მათივე ინფორმაციით, დღეს ძეგლი საჭიროებს შემდეგი სახის რეაბილიტაციას:
 
 
 

რომაული ტიპის აბანოს გადახურვა, რომელიც  გასული საუკუნი 60-იან წლებში განხორციელდა, დაზიანებულია,  საჭიროებს განახლებას. მთლიანად შესაცვლელია მისი ჰიდროსაიზოლაციო ფენა; ძეგლის პერიმეტრის დამცავი კედელი ნახევრად მონგრეულია და საჭიროებს რეაბილიტაციას; კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების ნაშთები საჭიროებენ კონსერვაცია-რესტავრაციას; კომპლესის ტერიტორიაზე არ არსებობს ტურისტული ინფრასტრუქტურა.
 
 
 
“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 2014 წლის პროგრამაში  არქეოლოგიის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და პიტიახშ-ერისთავთა რეზიდენციის გადარჩენის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო პროექტი ამოქმედდება”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი