“ჩვენი [სამხედრო] წვრთნები, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა, არანაირად არ უკავშირდება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. სამხედროების გამოყენება – ეს უკიდურესი შემთხვევა იქნება. ჩვენ გვაქვს პირდაპირი მომართვა უკრიანის ლეგიტიმური პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მხრიდან სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით უკრაინის მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ ვუყურებთ ნეონაცისტების, ნაციონალსიტების, ანტისემიტების თარეშს, რასაც ადგილი აქვს უკრაინის ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის კიევში. ჯარების შეყვანა ეს უკიდურესი ზომაა”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ უკრიანა მოძმე რესპუბლიკაა:
“ჩვენი შეიარაღებული ძალები – მეგობრები არიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბარიკადის ერთ მხარეს იდგებიან”.
რაც შეეხება იმ შეიარაღებულ ადამაინებს, რომლებიც ყირიმის კონტროლს ცდილობენ, პუტინი ამბობს, რომ ისინი ადგილობრივები არიან, რომელთაც თავდაცვითი ჯგუფები შექმნეს.
“მათ მომზადებაში ჩვენ წვლილი არ მიგვიძღვის”, – განაცხადა მან.





