ახალი ამბები

პუტინის შეფასებით, უკრაინაში სამხედრო გადატრიალება მოხდა

4 მარტი, 2014 •
პუტინის შეფასებით, უკრაინაში სამხედრო გადატრიალება მოხდა

მან უკრიანაში განვითარებული პოლიტიკური ცვლილებები ასე შეაფასა:

 

“იანუკოვიჩმა საგარეო საქმეთა მინისტრების შუამავლობით 21 თებერალს ხელი მოაწერა იმ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მან ძალაუფლება უკვე დათმო, დათანხმდა ყველაფერზე, რასაც ოპოზიცია ითხოვდა – ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს და 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას. გარდა ამისა, მან სამართალდამცავი ძლაების გამოყვანის ბრძანება გასცა. როგორც კი იანუკოვიჩი ხარკოვში წავიდა, მისი რეზიდენცია ხელში ჩაიგდეს. მას არ ჰქონია არავითარი შანსი არჩევნებში ხელახალი გამარჯვების, ამას ყველა ეთანხმება, ყველა ჩემი კოლეგა. რა საჭირო იყო ქვეყნის ასეთ ქაოსში ჩაგდება?  – ამ კითხვაზე პასუხი არ არის. თუ მათ საკუთარი ძალის დემონსტრირება სურდათ, ეს ჩემი აზრით სულელური მოქმედებაა. 

 

ეს სიტუაცია  – რევოლუციური, ჯერ კიდევ უკრაინის დამოუკიდებლობის პირველ დღეებში წარმოიშვა. ჩვეულებრივი უკრაინელი ჯერ კიდევ ნიკოლოზამდე, კრავჩუკამდე და იუშენკომდე იტანჯებოდა. ხალხს ცვლილებები უნდოდა, მაგრამ არ შეიძლება უკანონო ცვლილებების წახალისება. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ კიდევ სუსტი ეკონომიკაა, არ შეიძლება არაკონსტიტუციური გზით მოქმედება.

 

მე მესმის იმ ადამიანების მაიდანზე, რომლებიც ჯერ კიდევ ითხოვენ არა ხელისუფლების ფასადის, არამედ კარდინალურ ცვლილებებს. დნეპროპეტროვსკში ბატონი კოლომოისკი მოიყვანეს ხელისუფლებაში, ის ხომ ელემენტარული გამვლელია, რამდენიმე წლის წინ მან ჩვენი ოლიგარქი აბრამოვიჩიც გადააგდო”, – განაცხადა პუტინმა.

 

.

მასალების გადაბეჭდვის წესი