ახალი ამბები

ფულე: თუ რუსეთი აირჩევს აგრესიის გაგრძელების გზას, ყოყმანის გარეშე მივიღებთ ზომებს

4 მარტი, 2014 •
ფულე: თუ რუსეთი აირჩევს აგრესიის გაგრძელების გზას,  ყოყმანის გარეშე მივიღებთ ზომებს

ფულეს ეს შეკითხვა თბილისში დაუსვეს, სადაც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა:

 

“მინდა მოგახსენოთ, რომ სანქციები, [რუსეთის წინააღმდეგ] რომელიც გარკვეული პერიოდის წინ ბრიუსელში მიიღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომელიც უაზრო სისხლისღვრას შეაჩერებდა კიევის ქუჩებში. გუშინ საგარეო საქმეთა უმაღლესმა საბჭომ საგანგებო მიმართვა გაავრცელა და რუსეთს თავისი ვალდებულებები შეახსენა საერთაშორისო სამართლის მიმართ, რომელსაც თვითონ რუსეთი უსვამს ხოლმე ძალიან ხშირად ხაზს: ლაპარაკია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომელიც უნდა იყოს დაცული, და იმ ვალდებულებებზე, რომელიც გაეროს ქარტიიდან გამომდინარეობს და ასევე სხვა შეთანხმებებზე. გუშინ გაჟღერებული დეკლარაცია არის მცდელობა არა მხოლოდ იმისათვის, რომ სახელი დაერქვას იმას, რაც ხდება, არამედ კიდევ ერთი ძალისხმევის განხორციელბაა, რათა მოხდეს სიტუაციის საბოლოო დეესკალაცია. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნათლად განაცხადეს, რომ თუ რუსეთი აირჩევს აგრესიის გაგრძელების გზას, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იქნება გადადგმული წერტილოვანი ნაბიჯები და მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები”, – განაცხადა ევროკომისარმა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირის ასევე მუშაობს იმ შესაძლო ზომებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდასაჭერად შეიძლება გადაიდგას, თუ იგი ზეწოლის ქვეშ მოექცევა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი