ახალი ამბები

სუბარი: გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

4 მარტი, 2014 •
სუბარი: გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

“გეგუთის ციხეში, გვიან ღამით, დახურულ საკანში პატიმრებს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ერთი პატიმარი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმით”, – განაცხადა სოზარ სუბარმა. 

 

“2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე იმყოფება საქმის ზედამხედველი პროკურორიც,”- წერია განცხადებაში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა.

 

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა ამ ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი