“უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისევ ვიტოვებ იმედს, რომ მოხერხდება მართლაც სერიოზული კრიზისის გადაჭრა არაძალადობრივი გზით და იმედი მაქვს, არ გახდება საჭირო არც საომარი მოქმედებები და არც ჰუმანიტარული დახმარება. თუმცა ჩვენ უკრაინასთან, ისევე როგორც ნებისმიერ მეგობრულ ქვეყანას, თუკი დაჭირდება ჩვენი დახმარება ჰუმანიტარული, ან სამედიცინო დახმარების მხრივ, მზად ვიქნებით ეს განვახორციელოთ”, – აცხადებს დავით სერგეენკო. მისივე განმარტებით, უკრაინის ახალ ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია.





