გამოძიების ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაცია „სამარიტანს პურსე“ საქართველოში მცხოვრები ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისათვის უსასყიდლოდ დასარიგებლად ყოველწლიურად აგზავნის ჰუმანიტარულ საჩუქრებს, რომლის მიღებაც და უსასყიდლოდ განაწილება ხელშეკრულების საფუძველზე ევალება საქართველოში რეგისტრირებული ააიპ „კეთილი სამარიტელი საქართველოში“ თავმჯდომარეს, მერაბ ორაგველიძეს.
“საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილი იქნა, რომ მერაბ ორაგველიძემ ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისათვის დასარიგებელი ტვირთი გადასცა მოქალაქე ლ. მ.-ს, რომელიც შემოსავლის მიღების მიზნით, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ახდენდა აღნიშნული ტვირთის რეალიზაციას სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
წარდგენილი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს 1-დან 3-წლამდე პატიმრობა ემუქრება.