ახალი ამბები

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო ხვალ შეიკრიბება

3 მარტი, 2014 • • 1113
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო ხვალ შეიკრიბება

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 4 მარტს, თბილისის დროით გვიან ღამით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ლიტვის ელჩმა გაეროში რაიმონდა მურმოკაიტემ ტვიტერზე დაწერა. რაიმონდა მურმონკაიტე ამავდროულად არის გააეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი თებერვლის თვეში, იუწყება “როიტერი“. 

 

საბჭოს სხდომა იქნება დახურული და იგი უკრაინის მთავრობის თხოვნით იკრიბება. უკრაინის მთავრობის პოზიციით, რუსეთის ქმედებები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს. რუსეთის შეიარაღებული ძალები ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარასკევს შეიჭრა.

 

უშიშროების საბჭოს სხდომა გაეროს ქარტიის 34-ე დ 35-ე მუხლების მიხედვი მოიწვევა. 34-ე მუხლი საბჭოს წევრ 15 ქვეყანას აძლევს უფლებას გამოიძიოს დავა ან საერთაშორისო დაძაბულობა, რომელიც საერთაშორისო მშვიდობას საფრთხეს უქმნის. 

 

უკრაინას აქვს სურვილი, რომ უშიშროების საჭოს სხდომას დაესწროს. საბჭოს მუდმივი და ვეტოს უფლების მქონე წევრია რუსეთიც, რომელსაც შეუძლია, დაბლოკოს საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი