საქართველოში ევროკომისარი პირველ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან გამართავს. ის ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოებას და ექსპერტებს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა 2014 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. ასოცირების შეთანხმების დოკუმენტის პარაფირება მოხდა ნოემბერში ვილნიუსში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.





