ახალი ამბებირეკლამა

ავიაკომპანია “TAROM” საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს

9 აგვისტო, 2018 • 1060
ავიაკომპანია “TAROM” საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს

კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს  ტაქსებით მოემსახუროს.

ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის დოკუმენტის თანახმად, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრთა გადაყვანის არაექსკლუზიურ უფლებას გასცემს.

ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მოემსახუროს და აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

მოთხოვნის თანახმად, მგზავრების მომსახურების უფლების გადაცემა უნდა განხორციელდეს სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებით.  

დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 2018 წლის  15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება), ან ელექტრონულ ფოსტაზე business@airports.ge.

დეტალური პირობების შესახებ იხილეთ დოკუმენტი: https://bit.ly/2nFqNE1

მასალების გადაბეჭდვის წესი