ახალი ამბები

G7–ის ლიდერების პროტესტი კრემლს: ვწყვეტთ მონაწილეობას სოჭის სამიტის მომზადების პროცესში

3 მარტი, 2014 • • 1414
G7–ის ლიდერების პროტესტი კრემლს: ვწყვეტთ მონაწილეობას სოჭის სამიტის მომზადების პროცესში

 

“ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ–ის ლიდერები, ასევე, ევროსაბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები, დღეს გავერთიანდით, რათა დავგმოთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევის ფაქტი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკრაინის საკითხზე არსებულ ყველა სახის შეშფოთებას, იქნება ეს დაკავშირებული უსაფრთხოებასთან თუ ადამიანის უფლებებთან, უპასუხოს პირდაპირი დიალოგის გზით, ან საერთაშორისო ობსერვაციითა და მედიაციით. ჩვენ გამოვთქვამ მზადყონას გვერდით დავუდგეთ ასეთ ძალისხმევას.

 

ასევე მოვუწოდებთ ყველა შეშფოთებულ მხარეს, რომ დაძაბულობის შემცირების მიზნით პასუხისმგებლიანად და თავშეკავებულად მოიქცეს.

 

ჩვენ აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს და ღირებულებებს, რომლითაც დიდი რვიანი და დიდი შვიდიანი მოქმედებს. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ ყველა ქმედება, რომელიც ივნისში სოჭში დაგეგმილი დიდი რვიანის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება, სანამ არ დაბრუნდება ის სიტუაცია, როდესაც დიდი რვიანს გააზრებული დისკუსიის საშუალება მიეცემა.

 

ჩვენ ვართ ერთიანი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პროცესში და ამ ქვეყნის უფლებაში თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი