ახალი ამბები

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი “მონობის 12 წელს”- გადაეცა

3 მარტი, 2014 •
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი “მონობის 12 წელს”- გადაეცა

საუკეთესო რეჟისორი ალფონსო კუარონი გახდა ფილმისთვის “გრავიტაცია”.  საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის გამარჯვებული გახდა ფილმი “მონობის 12 წელი”, ხოლო ორიგინალი სცენარისთვის ჯილდო სპაიკ ჯონსმა მიიღო ფილმისთვის “Her”.

 

მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გამარჯვებული მეთიუ მაკკონაჰი გახდა  ფილმში “დალასის შემსყიდველთა კლუბი” შესრულებული როლისთვის, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო ამავე ფილმში ჯარედ ლეტოს გადასცეს.

 

ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარი კეიტ ბლანშეტმა მიიღო ფილმისთვის “Blue Jasmine”, ხოლო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო ლუპიტა ნიონგოს გადაეცა ფილმისთვის  “მონობის 12 წელი”.

 

წლევანდელი ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია ელენ დეჯენერსს მიჰყავდა, რომლის მიერ დარბაზში გადაღებული სელფშოტი, მერილ სტრიპთან, ბრედ პიტთან, ჯარედ ლეტოსთან, ჯენიფერ ლოურენსთან, ჯულია რობერტსთან და სხვა მსახიობებთან ერთად, დღევანდელი საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. ამ დროისთვის (09:22) ფოტო 2 მილიონზე მეტი რეტვიტი აქვს,

 

გამარჯვებულთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი