ახალი ამბები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის “დიდი რვიანიდან” გარიცხვის წინააღმდეგია

3 მარტი, 2014 •
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის “დიდი რვიანიდან” გარიცხვის წინააღმდეგია

“ეს ფორმატი ერთადერთია, რომელიც დასავლეთს რუსეთთან პირდაპირი საუბრის საშუალებას აძლევს და ჩვენ ასეთი უნიკალური ფორმატი უნდა დავთმოთ?”- განაცხადა მან.

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი ქმედებები “კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის დიდი რვიანის შემადგენლობაში დარჩენის უნარს”. დიდი რვიანის წევრი  რუსეთის ფედერაცია 1998 წელს გახდა.

 

შტაინმაიერმა მოუწოდა რუსეთს და უკრაინას ერთმანეთს ესაუბრონ, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით. მან ასევე მოუწოდა რუსეთს კრიზისის დეესკალაციისკენ და ჯარის ყაზარმებში დაბრუნებისკენ.

 

გერმანია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის ბუნებრივ აირზე, იგი რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გაზის მწარმოებელი კომპანიის, “გაზპრომის” ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარია- წერს “რეიტერი”.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის ინიციატივას უკრაინაში, კონკრეტულად კი ყირიმში ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით. რეიტერი წერს, რომ რუსეთმა უსისხლოდ უკვე ხელში ჩაიგდო ყირიმი, უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც შავი ზღვაში მდებარე ნახევარკუნძულია, სადაც რუსეთის მთავარი საზღვაო ბაზაა განლაგებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი