ახალი ამბები

უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია [ფოტო]

2 მარტი, 2014 •
უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია [ფოტო]

“Fuck Putin”, “Russia go Home”, “უკრაინა ჩვენ თქვენთან ვართ”,- იყო ის მესიჯები, რომლებიც აქციის მონაწილეების ტრანსპარანტებზე ეწერა. 


უკრაინის საელჩოსთან შეკრებილებმა მოგვიანებით რუსეთის საელჩოს შენობასთან გადაინაცვლეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უფუნქციოდაა. აქციის მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნიც შეასრულეს. 


დღევანდელი აქცია “Facebook”- ით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ, 1 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის ყირიმში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანაზე დუმამ თანხმობა განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ თუ რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევას განაგრძობს, იგი ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება. 


მასალების გადაბეჭდვის წესი