რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ლარი დოლარისა და ევროს მიმართ გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ, 16 აგვისტოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,60 თეთრი იქნება. დღეს მოქმედ კურსთან შედარებით, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან 2 თეთრით გამყარდა. რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.94 ლარია. სხვაობა დღევანდელ კურსთან შედარებით ხუთი თეთრია.
ეროვნულმა ვალუტამ დევალვაცია 9 აგვისტოდან დაწყო. 10 აგვისტოს ლარი დოლართან 7 თეთრით გაუფასურდა, გუშინ, 14 აგვისტოს კი- 6 თეთრით.