ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთს სანქციებით ემუქრება

2 მარტი, 2014 •
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთს სანქციებით ემუქრება

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, მან გაფრთხილება მისცა რუსეთს და განაცხადა, რომ ამას შეიძლება “ძალიან სერიოზული საპასუხო ქმედებები” მოჰყვეს აშშ-სა და სხვა ქვეყნების მხრიდან იმ სანქციების ჩათვლით, რომლებიც რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციას გამოიწვევს.

 

“თქვენ, უბრალოდ, არ შეგიძლიათ ოცდამეერთე საუკუნეში, მეთოთხმეტე საუკუნის მეთოდებით, შეთითხნილი მიზეზების საფუძველზე შეიჭრათ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე”,- განაცხადა ქერიმ CBS-ის ეთერში.

ქერიმ აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საშალება “გააკეთოს სწორი არჩევანი” კრიზისიდან გამოსასვლელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი