ახალი ამბები

საფრანგეთი სოჭში დაგეგმილი დიდი რვიანის სამიტისთვის მზადების შეჩერებას ითხოვს

2 მარტი, 2014 •
საფრანგეთი სოჭში დაგეგმილი დიდი რვიანის სამიტისთვის მზადების შეჩერებას ითხოვს

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.


“ჩვენ განვიხილავთ რუსეთის სამხედრო ესკალაციას,” – განაცხადა მან დაიო Europe1 – ის ეთერში.

 

ფაბიუსმა აღნიშნა, რომ პარიზი მოუწოდებს “შეაჩერონ სოჭში დიდი რვიანის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მანამ, სანამ ჩვენი რუსი პარტნიორები არ დაუბრუნდებიან “რვიანის” და არა “შვიდიანის” პრინციპებს.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და უკიდურესი შეშფოთება გამოხატა უკრაინაში არსებული ვითარების გამო.

 

კანადამ უკვე შეაჩერა სოჭში დიდი რვიანის სამიტისთვის მზადება, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი განაცხადა, რომ მან შესაძლოა უარი თქვას სოჭში, სამიტზე გამგზავრებაზე. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო დიდი რვიანის სამიტისთვის სამზადისი შეაჩერა დიდმა ბრიტანეთმაც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი