ახალი ამბები

უკრაინის თავდაცვის მინისტრი პროვოკაციას უწოდებს დენის ბერეზოვსის ფიცის ვიდეოს

2 მარტი, 2014 • • 1247
უკრაინის თავდაცვის მინისტრი პროვოკაციას უწოდებს დენის ბერეზოვსის ფიცის ვიდეოს

“ის არის საბრძოლო-საზღვაო ძალების მეთაური და ექვემდებარება უკრაინის თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს. მე დავბრუნდი სევასტოპოლიდან, იქ რამდენიმე დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი. ბატონი ბერეზოვსკი ასრულებს ყველა ვალდებულებას. ადამიანები იქ იმყოფებიან რთულ ვითარებაში და ასრულებენ უკრაინელი ხალხის წინაშე დადებულ ფიცს”-წერს BBC-ის რუსულენოვანი ვებ-გვერდი.

 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელახლა დანიშნულმა ხელმძღვანელმა ყირიმის რეგიონის სეპარატისტული ლიდერის თანდასწრებით ერთგულების ფიცი დადო. კონტრ-ადმირალი დენის ბერეზოვსკი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელად გასულ შაბათს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც კიევის ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინა რუსეთის შემოჭრაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი