ახალი ამბები

პრემიერი: საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აუცილებლად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება

2 მარტი, 2014 • • 892
პრემიერი: საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აუცილებლად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება

“ჩვენ მძიმედ განვიცდით უკრაინაში, ყირიმში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც რეგიონში დაძაბული ვითარების ესკალაციის სერიოზული კერა ხდება.  რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში დამატებითი სამხედრო ძალის  შეყვანის შესახებ აშკარად ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და  წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას  ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფეთქებადს გახდის ვითარებას, რამაც შეიძლება უმძიმესი შედეგები გამოიღოს. 

 

საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა არ დაუშვან უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესებზე აუცილებლად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა რუსეთმა უარი თქვას ძალისმიერ ქმედებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მორიგი აგრესიისა და ოკუპაციის მომსწრენი გავხდეთ, რაც საქართველომ თავის თავზე იწვნია. 

 

ჩვენ კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის და მათი გადაწყვეტილების მიმართ ააშენონ ჭეშმარიტად დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო”- ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი