ახალი ამბები

ობამასა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2 მარტი, 2014 • • 1260
ობამასა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტმა მისი რუსი კოლეგისგან ასევე მოითხოვა, რომ რუსეთის ჯარებმა ყირიმის ბაზები დატოვონ. პუტინის პასუხის თანახმად კი რუსეთი იტოვებს უფლებას დაიცვას ქვეყნის და უკრაინაში მყოფი რუსი მოქალაქეების ინტერესები. 

 

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ  მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმამ ყირიმში ჯარის შეყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვან წერტილებში გაძლიერებულია, მათ შორის ატომურ სადგურებზეც. 

 

ბარაკ ობამამ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამისი გზაა “პირდაპირი მშვიდობიანი ჩართულობა” უკრაინის მთავრობისა და საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობა. 

 

“პრეზიდენტმა ობამამ ვლადიმერ პუტინს ნათლად განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევას, იგი საერთაშორის თანამეგობრობის მხრიდან ნეგატიურ პოზიციაზე აღმოჩნდება.  უახლოეს საათებსა და დღეებში აშშ სასწრაფო წესით გაივლის კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორისაა გაეროს  უშიშროების საბჭოთან, ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთან, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ევროპაში. ასევე, კონსულტაციები იქნება ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერებთან. აშშ შეაჩერებს G8-ის მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის  ნორმების დარღვევას, იგი უფრო დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება”. – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი