ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს

1 მარტი, 2014 • • 899
დავით უსუფაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს

“დღეს დემოკრატიულმა სამყარომ რუსეთისგან მორიგი გამოწვევა მიიღო – საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფით რუსეთი სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. იმედს გამოვთქვამ, რომ აშშ, ევროკავშირი და მთელი დემოკრატიული მსოფლიო შეძლებს იმას, რაც ვერ მოხერხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში და არ დაუშვებს რუსეთის აგრესიას მეზობელი სახელმწიფოს მიმართ. დარწმუნებული ვარ, ამ მძიმე მომენტში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს როგორც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ისე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.- ნათქვამია განცხადებაში. 


შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის ინიციატივას უკრაინაში, კონკრეტულად კი ყირიმში ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით. უკრაინის ხელისუფლება პუტინს პროვოკაციაში ადანაშაულებს. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს “აფხაზეთის გეგმის გათამაშება” სურს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი