ახალი ამბები

რასმუსენი: რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს

1 მარტი, 2014 • • 902
რასმუსენი: რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს

” რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრებს, ეს ეხება რუსეთის სამხედრო ძალების მოძრაობას უკრიანაში. ყირიმში  დეესკალაციის გადაუდებელი საჭიროებაა, ნატოს მოკავშირეები მჭიდრო კოორდინაციას განაგრძობენ. “- წერს რასმუსენი.

 

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის ინიციატივას უკრაინაში, კონკრეტულად კი ყირიმში ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით. პუტინის მიმართვაში ნათქვამია:

 

“”უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო საფრთხე ემუქრება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტიგენტს, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე უკრაინის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი ყირიმშია განლაგებული. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის საფუძველზე მივმართავ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ასამბლეას, გამოიყენოს  რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე  პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებამდე”. 

 

უკრაინის ხელისუფლება პუტინს პროვოკაციაში ადანაშაულებს. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს “აფხაზეთის გეგმის გათამაშება” სურს.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

04.05.2024